ჩვენ შესახებ

კომპანია „GSS ავტომობილების გაქირავება” გთავაზობთ ავტომობილების გაქირავების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთან დაიქირავებთ ხელმისაწვდომ ფასად სუფთა, კომფორტულ და ტექნიკურად გამართულ ავტომობილს.  მომსახურების პაკეტში შედის:  ავტომობილის დაზღვევა, ულიმიტო გარბენი, 24/7 ქოლ ცენტრი და გზებზე დახმარების სერვისი. კომპანიის ავტოპარკის შემადგენლობაშია ეკონომ კლასის, სედანის, მაღალი გამავლობისა და მინივენის ტიპის ავტომობილები. ავტომობილების მიღება/ჩაბარება ძირითადად ხდება: თბილისში კომპანიის ოფისში, აგრეთვე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. შესაძლებელია ავტომობილის კონკრეტულ მისამართზე მიწოდებაც. 

ჩვენს კომპანიაში შეგიძლიათ  ისარგებლოთ მძღოლის მომსახურების სერვისითაც, როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ჯგუფებისათვის კომფორტული მიკროავტობუსებით.