ხდკ

 1.     რა დოკუმენტაციაა საჭირო მანქანის დასაქირავებლად?

თქვენი მოქმედი მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

 2.      რა შედის ერთი დღის იჯარის საფასურში?

ავტომობილით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში და დაზღვევის საფასური.  

 3.      რა სახის დაზღვევას გვთავაზობთ იჯარის საფასურში?

იჯარის დღიურ ფასში შედის დაქირავებული ავტომობილის და მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა.   

 4.      საჭიროა თუ არა წინასწარი საგარანტიო თანხის შემოტანა?

დიახ, ჩვენ ვიტოვებთ დაზღვევის საგარანტიოს 200 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დაგიბრუნდებათ ავტომობილის ჩაბარებისთანავე, თუ ადგილი არ ექნება მისი დაზიანების ფაქტს.

 5.      როგორია ჯავშნის გაუქმების წესი? ითვალისწინებთ თუ არა ჯარიმას?

ჯავშის გაუქმება არ ითვალისწინებს ჯარიმას, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ელ.ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით წინასწარ აცნობებთ კომპანიას ამის შესახებ.

 6.      გაქვთ თუ არა რაიმე გადასახადი დამატებით მძღოლზე?

მეორე მძღოლზე თქვენ არ იხდით დამატებით საფასურს.

 7.      საიდან ხდება ავტომობილის გაყვანა?

კომპანიის ოფისიდან, აეროპორტიდან ან წინასწარ შეთანხმებული ადგილიდან.

8.  საჭიროა თუ არა კომპანიის ოფისში მოსვლა იჯარის ხელშეკრულების გასაგრძელებლად, თუ ეს შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით?

იჯარის გასაგრძელებლად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, დაგვირეკოთ ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე: contact@gsservices.ge, სადაც მითითებული იქნება დეტალური ინფორმაცია იჯარის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვადის გაგრძელება შეუძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან.  

9.       როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე ნაღდი ფულის შეტანით, მიიღება Visa, MasterCard, American Express–ის პლასტიკური ბარათები.

10.   როგორ უნდა მოვიქცეთ ავტომობილის დაზიანების, მოპარვის ან ავტოსაგზაო შემთხვევისას?

ავტომანქანის საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის, ქურდობის, მექანიკური ან სხვა სახის დაზიანებისას,  დამქირავებელმა უნდა გამოიძახოს საპატრულო პოლიცია და მოახდინოს ინცინდენტის დოკუმენტურად დაფიქსირება. იგი უნდა დაუკავშირდეს შპს “GSS”–ის ან “ალდაგის” წარმომადგენელს, ტელეფონზე:  (995 32) 2444999  და აცნობოს მას ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია იხსნის ვალდებულებას ზარალის ანაზღაურებაზე. 

11.    გაქვთ თუ არა შეზღუდვები კილომეტრაჟთან დაკავშირებით?

შეზღუდვა არ გვაქვს. 

12.    როგორია საწვავით მომარაგების წესი?

ავტომობილი გადმოგეცემათ საწვავის სავსე ავზით და შესაბამისად უნდა დაგვიბრუნოთ სავსე ავზით.

13.    უზრუნველყოფთ თუ არა საბავშვო სავარძლებს?

ვუზრუნველყოფთ წინასწარ მოთხოვნის შემთხვევაში. 

14.   უზრუნველყოფთ თუ არა GPS მოწყობილობებს?

ვუზრუნველყოფთ წინასწარ მოთხოვნის შემთხვევაში.